
თარიღი: 2026-08-03 - 2026-08-03
3 აგვისტოს, სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა – “ბიზნესის სტრატეგია და ბიზნეს გეგმის შექმნა”.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ ჩამოაყალიბონ ბიზნესის განვითარების სტრატეგია და გარდაქმნან იგი რეალისტურ ბიზნეს გეგმად. განხილული იქნება ბიზნეს გეგმის სტრუქტურა, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, SWOT ანალიზი, ფასწარმოქმნისა და ფინანსური დაგეგმვის საფუძვლები, ასევე ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება ბიზნესის დაგეგმვის პროცესში. პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მონაწილეები საკუთარი ბიზნესისთვის განსაზღვრავენ განვითარების ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებენ ბიზნეს გეგმის ძირითად ნაწილებს. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.
სამუშაო შეხვედრა შედგება სამი სესიისგან (1 საათი და 30 წუთი, 1 საათი და 1 საათი). შეხვედრის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი შესვენება – 30-წუთიანი და 15-წუთიანი. სამუშაო შეხვედრა გაიმართება 10:00-15:15 საათამდე.
სამუშაო შეხვედრა სრულად ფინანსდება "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო კონსალტინგის“ - ტრენერი ირმა ბერძენიშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 29 ივლისის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, პირადად დაგიკავშირდებათ სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. ახალციხე რუსთაველის N50, ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 15 25.