პრაქტიკული EXCEL ბიზნეს ოპერაციებისთვის - სამუშაო შეხვედრა




თარიღი: 2026-08-24 - 2026-08-24

24 აგვისტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - “პრაქტიკული EXCEL ბიზნეს ოპერაციებისთვის”.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან Microsoft Excel-ის საბაზისო შესაძლებლობებს, ბიზნესში მონაცემების აღრიცხვის, ორგანიზებისა და ანალიზის ძირითად პრინციპებს, ასევე Excel-ის ინსტრუმენტების გამოყენებას ყოველდღიური ბიზნესოპერაციებისა და მცირე ბიზნესის ფინანსური აღრიცხვის გასამარტივებლად. პრაქტიკული დავალებების საფუძველზე შეიქმნება გაყიდვების, შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის ცხრილები და დამუშავდება ბიზნეს მონაცემები (იხ. სილაბუსი).

სამუშაო შეხვედრის სილაბუსი განკუთვნილია დამწყები მომხმარებლებისთვის და მოიცავს მხოლოდ Microsoft Excel-ის საბაზისო ფუნქციების, ოპერაციებისა და ფორმულების შესწავლას.

სასამუშაო შეხვედრის ხანგრძლივობაა 10:00-დან 14:15 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ ტრენერი ანა ქაცარავა.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 19 აგვისტოს ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.

რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 15 25

მიმაგრებული ფაილები

დამსწრეთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
სილაბუსი