
თარიღი: 2026-10-26 - 2026-10-26
26 ოქტომბერს, იმერეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა – „ბიზნეს პროცესების გაციფრულება“.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ გადააქციონ ყოველდღიური ბიზნესპროცესები უფრო ეფექტიან და თანამედროვე სისტემებად. პრაქტიკული მაგალითებისა და რეალური ბიზნესქეისების საფუძველზე განიხილება, როგორ შეიძლება გაყიდვების, მომხმარებელთან ურთიერთობის, ფინანსების, მარაგებისა და ოპერაციული პროცესების გაციფრულება. მონაწილეები გაეცნობიან CRM, ERP, WMS, საბუღალტრო და ელექტრონული კომერციის სისტემების დანიშნულებას, შეაფასებენ, რომელი ციფრული გადაწყვეტილებები შეესაბამება მათ ბიზნესს, გაიცნობენ ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების შესაძლებლობებს და შეიმუშავებენ საკუთარი ბიზნესის ეტაპობრივ გაციფრულების პრაქტიკულ სამოქმედო გეგმას. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.
სამუშაო შეხვედრა გაიმართება 10:00-14:15 საათამდე და სრულად ფინანსდება "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ ტრენერი ანა მჭედლიშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 22 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 10-ია. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, პირადად დაგიკავშირდებათ იმერეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ იმერეთის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N26 (ტექნოლოგიური ჰაბი), ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.