
თარიღი: 2026-10-19 - 2026-10-19
19 ოქტომბერს, თბილისის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - "თანამშრომელთა აყვანისა და მართვის ეფექტური პროცესი - სამუშაო შეხვედრა".
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან თანამშრომელთა შერჩევისა და მართვის ეფექტურ მიდგომებს, მათ შორის კანდიდატების მოძიებისა და შეფასების პროცესს, გასაუბრების წარმართვასა და შერჩევის გადაწყვეტილების მიღებას. ასევე შეისწავლიან ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და შესრულების მართვის პრინციპებს, ეფექტური უკუკავშირის მიწოდებას და თანამშრომელთა მოტივაციის, ჩართულობისა და შენარჩუნების პრაქტიკულ ინსტრუმენტებს. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.
სამუშაო შეხვედრა გაიმართება 10:00-დან 14:15 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ მოწვეული ტრენერი - სალომე მაცაბერიძე.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 13 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
ტრენინგზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის N5, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.