
თარიღი: 2026-08-31 - 2026-08-31
31 აგვისტოს, იმერეთის მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - “როგორ შევიმუშაოთ კომპანიის წლიური ბიუჯეტი”.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან კომპანიის წლიური ბიუჯეტის შემუშავების, ფინანსური დაგეგმვის, შემოსავლებისა და ხარჯების მართვის, ასევე ბიუჯეტის შეფასებისა და ბიზნესის მართვის პროცესში მისი გამოყენების ძირითად პრინციპებს. პრაქტიკული დავალებების საფუძველზე შემუშავდება კომპანიის წლიური ბიუჯეტი. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.
სამუშაო შეხვედრა გაიმართება 10:00-დან 14:15 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ ტრენერი თამარ ონიანი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 26 აგვისტოს ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დაგიკავშირდებათ იმერეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ იმერეთის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. ქუთაისი, აღმაშენებლის მოედანი N2, ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 15 25.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდება ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, ირაკლი აბაშიძის ქ. N26.