
თარიღი: 2026-08-20 - 2026-08-21
20-21 აგვისტოს, თბილისის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება ორდღიანი ტრენინგი –“ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიული დაგეგმვა”.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება ბიზნეს მოდელირების, სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების ძირითადი პრინციპები, ბიზნესის შეფასებისა და ანალიზის, განვითარების შესაძლებლობების გამოვლენის, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი პრაქტიკაში განხორციელების თანამედროვე მიდგომები. პრაქტიკული დავალებების საფუძველზე შემუშავდება კონკრეტული ბიზნესისთვის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (იხ. სილაბუსი).
სატრენინგო დღის ხანგრძლივობაა 10:00-დან 13:30 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ ტრენერი თამარ გობეჯიშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 16 აგვისტოს ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის მონაწილეობა.
რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის N5, ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 15 25.