როგორ შევიმუშაოთ თანამშრომელთა მოტივაციის ეფექტური სისტემა - სამუშაო შეხვედრა




თარიღი: 2025-09-18 - 2025-09-18

18 სექტემბერს, თბილისის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ შევიმუშაოთ თანამშრომელთა მოტივაციის ეფექტური სისტემა.

სამუშაო შეხვედრა შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა თანამშრომელთა მოტივაციის სახეები და თანამშრომლების ჩართულობაზე მოქმედი ფაქტორები, მოტივაციის მეთოდები, რჩევები და მეთოდები ეფექტური მოტივაციის სისტემის შექმნათან დაკავშირებით. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონით რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე დამსწრე პირთა კრიტერიუმებს.

ტრენინგს გაუძღვება "ბიდიო კონსალტინგის" ტრენერი - სალომე მაცაბერიძე.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 15 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან. ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის დასწრება.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის გასვლის შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. თბილისი, მარჯანიშვილი ქ. N5, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები