ადამიანური რესურსების მართვა - ტრენინგი




თარიღი: 2025-09-23 - 2025-09-25

23-25 სექტემბერს, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

ტრენინგზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ადამიანური რესურსების მართვის პროცესის საფუძვლები, გუნდების შექმნა (სტრუქტურა), შრომის კოდექსი, თანამშრომელთა შეფასებისა და მოტივაციის სისტემების შემუშავება და დანერგვა, სამუშაო სტანდარტები, შრომის კოდექსი და კორპორაციული კულტურა, კომპანიის თანამშრომელთა სწავლების მეთოდები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ტრენინგის სილაბუსი.

ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის რეგისტრაცია.          

ტრენინგს გაუძღვებიან ბიდიო აკადემიის ტრენერი სალომე მაცაბერიძე.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 18 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან. ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16.

მიმაგრებული ფაილები

დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
სილაბუსი