თარიღი: 2025-06-23 - 2025-06-27
23-27 ივნისს, თბილისის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეებისთვის ჩატარდება ტრენინგი ბიზნეს მოდელირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით.
ტრენინგი დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა კომპანიის მისიისა და ხედვის ჩამოყალიბება, „სტრატეგიისა“ და „სტრატეგიული დაგეგმვის“ ცნებები, ინსტრუმენტები და ტექნიკა, პრობლემებისა და შესაძლებლობების დიაგნოსტიკა და ანალიზი, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტები და ცვლილებებისა და კრიზისის მართვა. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ტრენინგის სილაბუსი.
ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის რეგისტრაცია.
ტრენინგს გაუძღვებიან ბიდიო აკადემიის ტრენერები ქეთევან ნოზაძე და ირმა ბერძენიშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 18 ივნისის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან. ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირადად დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. თბილისი, მარჯანიშვილი ქ. N5, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.