როგორ გავაუმჯობესოთ კომპანიის შიდა პროცესები - სამუშაო შეხვედრა




თარიღი: 2025-05-02 - 2025-05-02

2 მაისს, თბილისის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა  - როგორ გავაუმჯობესოთ კომპანიის შიდა პროცესები.

სამუშაო შეხვედრა დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კომპანიის პროცესების რუკის შედგენა და ოპტიმიზაცია, რეკომენდაციები თუ როგორ გავზარდოთ მომგებიანობა და შევამციროთ ხარჯები, ინსტრუმენტები პროცესების ოპტიმიზაციისთვის (Kanban, Lean, ვიზუალიზაცია, 5S და ა.შ.). შეხვედრის მეორე ნაწილში, პრაქტიკული დავალების შესრულებით, მეწარმეები შეძლებენ იმუშაონ საკუთარი კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს  სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორ პირის დასწრება.

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - ირმა ბერძენიშვილი

დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე  23 აპრილის ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის საკონსულტაციო ცენტრს, მის: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N5, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები