თარიღი: 2025-02-20 - 2025-02-20
20 თებერვალს, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ ვმართოთ ურთიერთობები თანამშრომლებთან (როგორ გავუმკლავდეთ პრობლემურ შემთხვევებს).
სამუშაო შეხვედრა დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა როგორ როგორ მოვიქცეთ „რთულ“ ან „ტოქსიკურ“ თანამშრომლებთან? რას გულისხმობს თანამშრომლებთან ურთიერთობის მართვა: ანაზღაურების საკითხი, კარიერული განვითარება, სამუშაო გარემო (პრეტენზიები სამუშაო სივრცის შესახებ), უთანხმოება ხელმძღვანელთან, პრობლემები თანამშრომლებთან.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორ პირის დასწრება.
დამსწრე უნდა იყოს კომპანიის დამფუძნებელი ან დირექტორი, ან კომპანიის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - სალომე მაცაბერიძე.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე 16 თებერვლის ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს, მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.