თარიღი: 2024-12-20 - 2024-12-20
20 დეკემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეებისთვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ შევიმუშაოთ თანამშრომელთა აყვანის ეფექტური პროცესი.
სამუშაო შეხვედრაზე დაიფარება ადამიანური რესურსების მართვის საკითხები, მათ შორის - პერსონალის ძიებისა და შერჩევის სტანდარტები, კანდიდატის პროფილის შემუშავება, ძიების ეფექტური მეთოდები, პერსონალის დაქირავების წყაროები, რეზიუმეს ანალიზი. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეები შეიმუშავებენ საკუთარი კომპანიისთვის ვაკანტური პოზიციის აღწერილობას და ინტერვიუსთვის საჭრო კითხვებს. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - ნატო კვაჭანტირაძე.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე 16 დეკემბრის ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25