ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიული დაგეგმვა - დისტანციური ტრენინგი (რეგისტრაცია დასრულებულია)




თარიღი: 2024-08-21 - 2024-08-30

21,22,23,29,30 აგვისტოს, ადგილობრივი მეწარმეებისთვის ჩატარდება დისტანციური (Zoom) ტრენინგი ბიზნეს მოდელირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით.

ტრენინგი დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა კომპანიის მისიისა და ხედვის ჩამოყალიბება, „სტრატეგიისა“ და „სტრატეგიული დაგეგმვის“ ცნებები, ინსტრუმენტები და ტექნიკა, ბიზნესის პრობლემებისა და შესაძლებლობების დიაგნოსტიკა და ანალიზი, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტები, ცვლილებებისა და კრიზისის მართვა. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ტრენინგის სილაბუსი.

ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის რეგისტრაცია.          

ტრენინგს გაუძღვებიან ბიდიო აკადემიის ტრენერები ქეთევან ნოზაძე და ირმა ბერძენიშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 18 აგვისტოს ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან. ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ კახეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კახეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. თელავი, რუსთაველის ქ. N11, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
სილაბუსი