რა არის ციფრული მარკეტინგი და რატომ გვჭირდება ის - სამუშაო შეხვედრა (რეგისტრაცია დასრულებულია)




თარიღი: 2024-03-22 - 2024-03-22

22 მარტს, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - რა არის ციფრული მარკეტინგი და რატომ გვჭირდება ის.

სამუშაო შეხვედრაზე დაიფარება ისეთი საკითხები, როგორიცაა ციფრული მარკეტინგის არსი, ციფრული არხების ოპტიმიზაცია, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, კონტენტ მარკეტინგი და სოც. მედია მარკეტინგი. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ შეიმუშაონ საკუთარი კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის სლოგანი, კონკურენტული უპირატესობა, უნიკალური ღირებულების შეთავაზება და პრეზენტაცია. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. დამსაქმებელს ასევე შეუძლია სამუშაო შეხვედრაზე დაარეგისტრიროს თავისი ერთი თანამშრომელი.

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - ნინო მიშველაძე.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 15 მარტის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთოთ შესაბამისი დოკუმენტაცია თქვენი პირადი კაბინეტიდან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:

  • ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8;
  • რეგისტრაციის გავლით ადასტურებთ თქვენს სურვილს, დაესწროთ ყველა დაგეგმილ სესიას.

ასატვირთი დოკუმენტები:

  • თქვენი რეზიუმე;
  • თანამშრომლის დარეგისტრირების შემთხვევაში, მისი რეზიუმე და მოქმედი შრომითი ხელშეკრულება.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. რეგისტრაციაზე თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირადად დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16.

მიმაგრებული ფაილები

1. სილაბუსი
2. დამსწრე პირთა კრიტერიუმები
3. შეფასების კრიტერიუმები