თარიღი: 2024-03-22 - 2024-03-22
22 მარტს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ მოვიზიდოთ ფინანსები ბიზნესისთვის.
სამუშაო შეხვედრა დაეთმობა ფინანსების მოსაზიდად საჭირო პრეზენტაციისა ან სხვა საჭირო დოკუმენტაციის შემუშავებას, რაც მოიცავს ბიზნესის დეტალურ აღწერას, ბაზრის შეფასებასა და კონკურენტების საქმიანობის ანალიზს, საჭირო ფინანსების აღწერასა და მოზიდული თანხების განაწილების ხედვას. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ მოამზადონ პრეზენტაცია თავიანთი ბიზნესის შესახებ. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. დამსაქმებელს ასევე შეუძლია სამუშაო შეხვედრაზე დაარეგისტრიროს თავისი ერთი თანამშრომელი.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - თამარ ონიანი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 15 მარტის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთოთ შესაბამისი დოკუმენტაცია თქვენი პირადი კაბინეტიდან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:
ასატვირთი დოკუმენტები:
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. რეგისტრაციაზე თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირადად დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1.