
თარიღი: 2026-10-29 - 2026-10-29
29 ოქტომბერს, თბილისის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - "შრომის კანონმდებლობის ძირითადი
საკითხები მეწარმეებისთვის".
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შრომის კანონმდებლობის ძირითად საკითხებს და დამსაქმებლის მნიშვნელოვან ვალდებულებებს. განხილული იქნება შრომითი ურთიერთობისა და მომსახურების ურთიერთობის განსხვავებები, შრომითი ხელშეკრულების სწორად გაფორმება, დისკრიმინაციისა და შევიწროების პრევენცია, სამუშაო და დასვენების დროის ორგანიზება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, შვებულებების მართვა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების შემცირების პრაქტიკული მიდგომები. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.
სამუშაო შეხვედრა გაიმართება 10:00-დან 14:15 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ მოწვეული ტრენერი - ზურა ნატროშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 22 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
ტრენინგზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის N5, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.