25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის

image
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში:

  • ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას;
  • ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებასა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

პროგრამის ფარგლებში გრანტის მიმღებზე ხელშეკრულების დადების შემდეგ ავანსის სახით გაიცემა პროექტის ბიუჯეტის 90 %, დარჩენილი 10 % გრანტის მიმღებმა საკუთარი სახსრებით უნდა გახარჯოს პროექტის ვადის დასრულებამდე. აღნიშნული 10% გრანტის მიმღებს აუნაზღაურდება წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდგომ, მხოლოდ დადებითი დასკვნის შემთხვევაში. 

პროგრამის ფარგლებში დაფონანსების მოცულობა განისაზღვრება 25 000 ლარამდე.

საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთი და იმავე განმცხადებელი უფლებამოსილია დაფინანსება მიიღოს მხოლოდ ერთი პროექტისათვის არაუმეტს 25 000 ლარის ოდენობით.

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამებზე მომუშავე ფიზიკური პირი ან მეწარმე სუბიექტი, რეგისტრირებული შესაბამის რეგიონში, ან აპირებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას შესაბამის რეგიონში;

საქართველოს რეგიონები : აჭარა, იმერეთი, გურია

 

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • დამფუძნებლების კომპეტენციები; 
  • ინოვაციური პროდუქტი/სერვისი;
  • სამიზნე ბაზარი/კონკურენტული უპირატესობა;
  • რეგიონის განვითარება და მასშტაბირების პოტენციალი;

image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • განმცხადებლის რეზიუმე (CV)
  • გუნდის წევრების რეზიუმეები (CV-ები)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • მშობლის თანხმობის წერილი ( არასრუწლოვანი განმცხადებლის შემთხვევაში)

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა : 03 მარტი 2026 23:59

image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1სააგენტოს მიერ საგრანტო კონკურსის გამოცხადება და საგრანტო განაცხადების მიღება
2სააგენტოს მიერ საგრანტო განაცხადის ფორმალური გამართულობისა და შინაარსობრივი შესაბამისობის შემოწმება
3შემდეგ ეტაპზე გადასული კონკურსის მონაწილეებისთვის ტრენინგების ჩატარება
4განმცხადებლის მიერ საგრანტო კომისიის წინაშე პროექტის წარდგენა
5კომისიის მიერ, საგრანტო განაცხადის განხილვა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
6გამარჯვებულ მეწარმე სუბიექტებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება