
ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი პროექტების / პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარების მხარდაჭერა თანდაფინანსების, საკონსულტაციო მომსახურების და ტრენინგის ჩატარების გზით

პროდუქციის/მომსახურების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზრებზე, პროგრამა გთავაზობთ ტექნიკურ დახმარებას შემდეგი მიმართულებით:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხევავაში დამატებით გთავაზობთ შემდეგი მიმართულებების დაფინანსებას:
* შენიშვნა: პოტენციურ ბენეფიციართან სააგენტოს პროგრამების/პროექტების ფარგლებში გაფორმებული უნდა იყოს თანადაფინანსების ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევებისა, თუ პროექტის მიზნობრიობაა: უცხოელი კონსულტანტის მომსახურება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიესათვის ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის დაფინანსება ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია
დაფინანსების თანხა განისაზღვრება საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების 30% დან - 80 % - მდე ( დამოკიდებულია საკონსულტაციო სერვისზე) არაუმეტეს 10 000 ლარისა




ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
გ) ცნობა ან/და შედარების აქტი სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
დ) საჭიროების შემთხვევაში, თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა საფინანსო ინსტიტუტიდან კრედიტის დამტკიცების თაობაზე ან/და დონორის წერილობითი დასტური;
ე) ინვოისი ან/და ხელშეკრულება საქონლის/მომსახურების/ აღჭურვილობის შესყიდვის შესახებ;
ვ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

პროგრამაში ჩასართავად პოტენციური ბენეფიციარი მატერიალური სახით წარმოადგენს შევსებულ განაცხადის ფორმა სოფლის განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურში ან რეგიონულ სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში, რომელსაც თან ერთვის განაცხადის თანმდევი დოკუმენტაციის ნუსხა.
პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება ასევე შესაძლებელია ელ.ფოსტის საშუალებით: document@rda.gov.ge -ზე.
მიმდინარე
