მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა

image
პროგრამის მიზანი:

პროგრამა გულისხმობს ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

დაფინანსება საშუალებას მისცემს მათ, მოიპოვონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, გააუმჯობესონ წარმოების პროცესები, გაზარდონ დასაქმებულთა რაოდენობა და მომხმარებლებს მიაწოდონ უფრო ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან ის მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღებამეტა 500 000 ლარს. დაფინანსებას ექვემდებარება, როგორც პროდუქციის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა/მანქანა-დანადგარები/ტექნოლოგია, ისე პროდუქციის დამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნისთვის საჭირო სხვა კატეგორია.

პროგრამის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ერთი ბენეფიციარისთვის შეადგენს 50,000 ლარს.

მერიის მიერ ობიექტის თანადაფინანსება განისაზღვრება თანადაფინანსების ობიექტის ჯამური ღირებულების შესაბამისად, შემდეგი პროპორციით:

  • 5 000 ლარის ჩათვლით – ობიექტის ღირებულების 90%;
  • 5 001 ლარიდან - 20 000 ლარის ჩათვლით – ობიექტის ღირებულების 85%;
  • 20 001 ლარიდან - 30 000 ლარის ჩათვლით – ობიექტის ღირებულების 80%;
  • 30 001 ლარიდან - ობიექტის ღირებულების 70% (თანადაფინანსება არაუმეტეს 50 000 ლარისა).
image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომლებიც აწარმოებენ პროდუქტს, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500,000 ლარს და მათი ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტია.

image
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:
  • პრიორიტეტული დარგები: ტექსტილის, ტანსაცმლის, ტყავის, ხის ნაკეთობების, ქიმიური პროდუქტების, ხელნაკეთი ნივთებისა და ჯანსაღი კვების პროდუქტების სერიული წარმოება და სხვა;
  • არაპრიორიტეტული მიმართულებები: მომსახურების სფერო, სწრაფი კვება, მეღვინეობა და სხვა; ასევე, საკონდიტრო წარმოება (გარდა იმპორტდამნაცვლებელი სერიული წარმოებისა).

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება პროდუქციის წარმოებისა და დამატებული ღირებულების შექმნისთვის საჭირო ძირითადი საშუალებები (აღჭურვილობა, მანქანა-დანადგარები, ტექნოლოგიები).

  • თანადაფინანსებას არ ექვემდებარება: სახარჯი მასალები/ნედლეული, სტარტაპ (Start-up) პროექტები და მეორადი (ექსპლუატაციაში ნამყოფი) ტექნიკა;
image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:
  • რეგისტრაციის თარიღი: დაფუძნებული 2024 წლის 1 ივნისამდე;
  • საქმიანობის ადგილი: ქ. თბილისის ტერიტორიაზე ოპერირების დადასტურება;
  • ბრუნვის ლიმიტი: წლიური შემოსავალი არ აღემატება 500,000 ლარს;
  • დაფინანსების ზღვარი: მოთხოვნილი თანხა — ბოლო 2 წლის ჯამური შემოსავლის არაუმეტეს 50%;
  • ფინანსური და სამართლებრივი სტატუსი: სუბიექტს (და მის მეწილეებს) არ უნდა ერიცხებოდეს საგადასახადო დავალიანება, არ უნდა ფიქსირდებოდეს მოვალეთა რეესტრში და არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის პროცესი;
  • თანამონაწილეობა: საკუთარი თანამონაწილეობის წილის დადასტურება;
  • ექსპლუატაცია და გასხვისება: ვალდებულება აღჭურვილობის 2 თვეში ექსპლუატაციაში მიღებასა და მის არგასხვისებაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში;
  • პროფილის შენარჩუნება: არსებული სამეწარმეო საქმიანობის უცვლელად შენარჩუნების ვალდებულება 2 წლის ვადით.
image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • განცხადება დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე;
  • პირადობის მოწმობა
  • 2026 წლის რეესტრის ამონაწერი
  • თბილისში საქმიანობის დადასტურება
  • ცნობა საგადასახადო დავალიანების შესახებ

*დასაფინანსებელი ობიექტის სამი სხვადასხვა მწარმოებლის ინვოისი . განაცხადებს კომისია 3 თვის ვადაში განიხილავს

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

განაცხადების მიღება გაგრძელდება 01 ივნისის ჩათვლით

image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1წერილობითი განაცხადი იგზავნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ოფიციალლურ ვებ გვერდზე