თარიღი: 2025-02-17 - 2025-02-21
17-21 თებერვალს "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს თბილისის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეებისთვის ჩატარდება ტრენინგი ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულებით.
ტრენინგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ფინანსური ანგარიშგების მიზანი, სტრუქტურა და ფორმატი, ბიუჯეტირების ძირითადი მიდგომები, ფინანსური ინდიკატორები, შემოსავლის და მოგების პროგნოზირება და თანხის მოზიდვა ბიზნესისთვის. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ტრენინგის სილაბუსი.
ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე დასწრების კრიტერიუმებს.
ტრენინგს გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - მიხეილ ჟუჟუნაშვილი.
ტრენინგი განკუთვნილია კომპანიის ფინანსურ, საბუღალტრო ან/და საგადასახადო საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე 12 თებერვლის ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
ტრენინგზე დასასწრებად შეირჩევა 15 მონაწილე. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის მონაწილეობა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის საკონსულტაციო მის: ქ. თბლისი, მარჯანიშვილის N5/16-18, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.