თარიღი: 2025-02-24 - 2025-02-24
24 თებერვალს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის იმერეთში გაიმართება დისტანციური სამუშაო შეხვედრა - რა არის ციფრული მარკეტინგი და რატომ გვჭირდება ის.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ციფრული მარკეტინგის არსი, ციფრული არხების ოპტიმიზაცია, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, კონტენტ მარკეტინგი და სოც. მედია მარკეტინგი. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ შეიმუშაონ საკუთარი კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის სლოგანი, კონკურენტული უპირატესობა, უნიკალური ღირებულების შეთავაზება და პრეზენტაცია. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონით რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - ნიკა ასანიშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 19 თებერვლის ჩათვლით დარეგისტრირდით ვებ გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან.
შეხვედრა განკუთვნილია კომპანიის დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის ან იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომპანიის მარკეტინგულ საქმიანობასა და გაყიდვებზე.
ღონისძიებაზე დასასწრებად შეირჩევა 8 მონაწილე. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
ღონისძიებაზე რეგისტრაციის მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ დაგიკავშირდებათ ქუთაისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.