თარიღი: 2024-11-11 - 2024-11-11
11 ნოემბერს, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება ტრენინგი - კომუნიკაცია და სოციალური მედია მარკეტინგი
ტრენინგზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ფორმალური კომუნიკაციის არხები და ინსტრუმენტები, სოციალური ქსელების შესაძლებლობები - ძირითადი სოციალური პლატფორმების მიმოხილვა (Facebook, Instagram, Twitter, LinkedIn, TikTok), განსხვავებები სოც. ქსელების პირად და პროფესიულ გამოყენებას შორის, სოციალური მედიის სარგებელი ბიზნესისთვის, ციფრული კონტენტის შექმნის შესაძლებლობები და პრაქტიკული ინსტრუმენტები (Canva, ChatGPT, DALL-E, Buffer). დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ტრენინგის სილაბუსი.
ტრენინგის ღირებულების 90% ფინანსდება სააგენტოს მიერ, ხოლო მეწარმის თანამონაწილეობა შეადგენს დარჩენილ 10%-ს.
ტრენინგს ჩაატარებს კომპანია სმართ დიჯიტალის ტრენერი - ანა გელაშვილი.
ტრენინგი განკუთვნილია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან, რომელთაც სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრში ბიზნეს-დიაგნოსტიკის გავლისას, დაუდგინდათ გაციფრულებაში მხარდაჭერის საჭიროება, გაიარეს გასაუბრება სააგენტოს ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტებთან და მიიღეს მათზე მორგებული გაციფრულების გეგმა, სადაც მოცემულია კონკრეტული ტრენინგის გავლის რეკომენდაცია.
ტრენინგზე დასასწრებად, შექმენით მეწარმის ანგარიში growthhub.gov.ge-ზე და გაიარეთ ბიზნეს-დიაგნოსტიკა, გაციფრულების საჭიროების დადგენის შემთხვევაში, გაიარეთ გასაუბრება ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტთან და მიიღეთ თქვენს ბიზნესზე მორგებული გაციფრულების გეგმა, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაცია კონკრეტულ ტრენინგზე დასასწრებად.
ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს, მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.