თარიღი: 2024-11-26 - 2024-11-26
26 ნოემბერს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სენაკში, ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - „როგორ გავაუმჯობესოთ კომპანიის საგადასახადო დაბეგვრა“.
სამუშაო შეხვედრა დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს საგადასახადო რეგულაციების ზოგადი მიმოხილვა, გადასახადების გადახდის ვადები, საგადასახადო ადმინისტრირების პროცესი და საგადასახადო შეღავათები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის მონაწილეობა.
სამუშაო შეხვედრას ჩაატარებს "ბიდიო კონსალტინგის" ტრენერი - მაკა პეტაშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 21 ნოემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან. სამუშაო შეხვედრაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასვლის შემდეგ, დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.
ტრენინგი ჩატარდება სენაკის მერიის შენობაში, მის: სენაკი, ი. ჭავჭავაძის 10.