საგადასახადო საკითხები - დისტანციური ტრენინგი




თარიღი: 2024-09-24 - 2024-09-27

24 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მეწარმეთათვის ჩატარდება დისტანციური ტრენინგი საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით.

ტრენინგი დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საგადასახადო კანონები და რეგულაციები, საგადასახადო პროცედურები ორგანიზაციაში და საგადასახადო დაგეგმვა, დღგ-სა და განბაჟებასთან დაკავშირებული გადასახადები და საგადასახადო შეღავათები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ტრენინგის სილაბუსი.

ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონით რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს  ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის მონაწილეობა.           

ტრენინგს გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - თეონა პაპიაშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 19 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან. ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასვლის შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

 

მიმაგრებული ფაილები

დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
სილაბუსი