როგორ დავნერგოთ მომხმარებელთან ურთიერთობის (CRM) და საწარმოს რესურსების დაგეგმვის (ERP) სისტემები ბიზნესში




თარიღი: 2024-09-23 - 2024-09-23

23 სექტემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ დავნერგოთ მომხმარებელთან ურთიერთობის (CRM) და საწარმოს რესურსების დაგეგმვის (ERP) სისტემები ბიზნესში.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა CRM-ისა და ERP-ის სისტემების განმარტება და აღწერა, მათი მიზნები და გამოყენების შესაძლებლობები და ბიზნესისთვის მათი საჭიროების დადგენა, ასევე, ყველაზე გამოყენებადი სისტემების შედარება ფუნქციონალითა და ფასით. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონით რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე დასწრების კრიტერიუმებს.  

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - ხატია ბაბუხადია.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 18 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან.

ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმები შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
სილაბუსი