როგორ გავაციფრულოთ კომპანიის ბიზნეს პროცესები - დისტანციური სამუშაო შეხვედრა




თარიღი: 2024-09-25 - 2024-09-25

25 სექტემბერს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის თბილისში ჩატარდება დისტანციური სამუშაო შეხვედრა, "როგორ გავაციფრულოთ კომპანიის ბიზნეს პროცესები".

სამუშაო შეხვედრაზე სრულად დაიფარება გაციფრულებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა ბიზნეს პროცესები იდენტიფიცირება გაციფრულებისთვის, კონკრეტული პროცესების გაციფრულების მაგალითების განხილვა, გაციფრულების მეთოდოლოგიები, გაციფრულების პოტენციური შედეგების მიმოხილვა. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონით რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.  

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - ხატია ბაბუხადია.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 19 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან.

ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

შეფასების კრიტერიუმები
დამსწრე პირთა კრიტერიუმები
სილაბუსი