ბრენდინგისა და მარკეტინგის საფუძვლები - ტრენინგი




თარიღი: 2024-09-23 - 2024-09-27

23 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება ტრენინგი ბრენდინგისა და მარკეტინგის მიმართულებით.

ტრენინგი დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა ბრენდინგის საფუძვლები, ბრენდის პოზიციონირება, ფასწარმოქმნა, მარკეტინგული სტრატეგია და კომერციალიზაცია. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ტრენინგის სილაბუსი.

ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონით რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე დამსწრე პირთა კრიტერიუმებს.

ტრენინგს გაუძღვება "ბიდიო კონსალტინგის" ტრენერი - ნინო მიშველაძე.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 18 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან. ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის მონაწილეობა.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის გასვლის შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს, მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
სილაბუსი