როგორ შევიმუშაოთ წლიური ბიუჯეტი - სამუშაო შეხვედრა




თარიღი: 2024-09-30 - 2024-09-30

30 სექტემბერს, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში, ადგილობრივი მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა, "როგორ შევიმუშაოთ წლიური ბიუჯეტი".

სამუშაო შეხვედრაზე სრულად დაიფარება წლიური ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, მათ შორის - ბიუჯეტირების როლი და მიზნები, გავრცელებული მიდგომები, ბიუჯეტის სტრუქტურა და ძირითადი ინდიკატორები. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ ექსელის ფორმატში გაწერონ საკუთარი საქმიანობის წლიური ბიუჯეტი. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოსაწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონით რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.    

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - მიხეილ ჟუჟუნაშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 25 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან.

ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 8. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს, მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

შეფასების კრიტერიუმები
დამსწრე პირთა კრიტერიუმები
სილაბუსი