
თარიღი: 2026-11-27 - 2026-11-27
27 ნოემბერს, გურიის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა – “მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა”.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ შექმნან ეფექტიანი მარკეტინგული სტრატეგია საკუთარი ბიზნესისთვის. განხილული იქნება ბაზრისა და მომხმარებლის ანალიზი, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, ბრენდის პოზიციონირება, კონკურენტული უპირატესობის ჩამოყალიბება, მარკეტინგული არხებისა და ბიუჯეტის დაგეგმვა, ასევე შედეგების შეფასებისა და სტრატეგიის გაუმჯობესების პრაქტიკული მიდგომები. პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მონაწილეები შეიმუშავებენ საკუთარი ბიზნესისთვის მარკეტინგული სტრატეგიის საფუძველს, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ საკუთარ საქმიანობაში. დეტალური ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.
სამუშაო შეხვედრა გაიმართება 10:00-14:15 საათამდე და სრულად ფინანსდება "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის" მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო კონსალტინგის“ - ტრენერი ნინო მიშველაძე.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 23 ნოემბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, პირადად დაგიკავშირდებათ გურიის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ შიდა ქართლის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. N5, ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 15 25.