მარკეტინგი - ტრენინგი




თარიღი: 2026-11-24 - 2026-11-26

24-26 ნოემბერს, იმერეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება ტრენინგი მარკეტინგში.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მარკეტინგისა და ბრენდინგის საფუძვლებს, მომხმარებლის საჭიროებებისა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზს და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას. ასევე შეისწავლიან მარკეტინგული და გაყიდვების არხების შერჩევას, სოციალური მედიისა და კონტენტ მარკეტინგის დაგეგმვას, AI ინსტრუმენტების გამოყენებას, კონტენტ კალენდრის შექმნასა და მარკეტინგული აქტივობების შედეგების შეფასებას შესაბამისი KPI-ების საშუალებით. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.

ტრენინგი გაიმართება 10:00-დან 13:30 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ მოწვეული ტრენერი - ნინო მიშველაძე.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 17 ნოემბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ტრენინგზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის მონაწილეობა.

რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დაგიკავშირდებათ იმერეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ იმერეთის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N26 (ტექნოლოგიური ჰაბი), ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრეთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები