ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შექმნა - სამუშაო შეხვედრა




თარიღი: 2026-10-26 - 2026-10-26

26 ოქტომბერს, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - “ბიზნესის განვითარების სტრატეგიის (ბიზნეს გეგმის) შექმნა”.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ ჩამოაყალიბონ ბიზნესის განვითარების სტრატეგია და გარდაქმნან იგი რეალისტურ ბიზნეს გეგმად. განხილული იქნება ბიზნეს გეგმის სტრუქტურა, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, SWOT ანალიზი, ფასწარმოქმნისა და ფინანსური დაგეგმვის საფუძვლები, ასევე ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება ბიზნესის დაგეგმვის პროცესში. პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მონაწილეები საკუთარი ბიზნესისთვის განსაზღვრავენ განვითარების ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებენ ბიზნეს გეგმის ძირითად ნაწილებს. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.

სამუშაო შეხვედრა გაიმართება 10:00-დან 14:15 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ ტრენერი - ირმა ბერძენიშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 21 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

სამუშაო შეხვედრაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.

რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრეთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები