
თარიღი: 2026-09-30 - 2026-09-30
30 სექტემბერს, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - “HACCP-ის სისტემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის”.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან სურსათის უვნებლობის ძირითად პრინციპებს, HACCP სისტემის დანიშნულებას, მის 7 პრინციპსა და დანერგვის 12 ეტაპს. პრაქტიკული მუშაობის საფუძველზე შეისწავლიან საფრთხეების იდენტიფიცირებასა და ანალიზს, კრიტიკული საკონტროლო წერტილებისა და კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრას, ასევე HACCP სისტემის მონიტორინგს, გადამოწმებასა და დოკუმენტირებას, რათა მიღებული ცოდნა საკუთარ საწარმოში სისტემის ეფექტიანად დანერგვისთვის გამოიყენონ. დეტალური ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.
სამუშაო შეხვედრა გაიმართება 10:00-დან 14:15 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ მოწვეული ტრენერი - მიხეილ ბეღელაძე.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 22 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
სამუშაო შეხვედრაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.