
თარიღი: 2026-09-30 - 2026-09-30
30 სექტემბერს, შიდა ქართლის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა “პროდუქტის თვითღირებულების გამოთვლა”.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან პროდუქტის თვითღირებულების გამოთვლისა და ფასწარმოქმნის ძირითად პრინციპებს, ხარჯების მართვისა და ანალიზის, თვითღირებულების ფორმირებისა და ოპტიმალური ფასის განსაზღვრის თანამედროვე მიდგომებს. პრაქტიკული მაგალითებისა და დავალებების საფუძველზე განხილული იქნება ხარჯების სტრუქტურის შეფასება და ფასწარმოქმნის გადაწყვეტილებების მიღების ძირითადი პრინციპები. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.
სამუშაო შეხვედრა გაიმართება 10:00-დან 14:15 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ - ტრენერი მიხეილ ჟუჟუნაშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 23 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
სამუშაო შევხედრაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დაგიკავშირდებათ შიდა ქართლის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შიდა ქართლის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. გორი, ამილახვრის ქ. N4, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.