
თარიღი: 2026-09-28 - 2026-09-28
28 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა “მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა”.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ შექმნან ეფექტიანი მარკეტინგული სტრატეგია საკუთარი ბიზნესისთვის. განხილული იქნება ბაზრისა და მომხმარებლის ანალიზი, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, ბრენდის პოზიციონირება, კონკურენტული უპირატესობის ჩამოყალიბება, მარკეტინგული არხებისა და ბიუჯეტის დაგეგმვა, ასევე შედეგების შეფასებისა და სტრატეგიის გაუმჯობესების პრაქტიკული მიდგომები. პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით მონაწილეები შეიმუშავებენ საკუთარი ბიზნესისთვის მარკეტინგული სტრატეგიის საფუძველს, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ საკუთარ საქმიანობაში. დეტალური ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.
სამუშაო შეხვედრა გაიმართება 10:00-დან 14:15 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ ტრენერი - ნინო მიშველაძე.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 22 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
სამუშაო შევხედრაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დაგიკავშირდებათ სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. ახალციხე რუსთაველის N50, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.