
თარიღი: 2026-09-21 - 2026-09-23
21-23 სექტემბერს, თბილისის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება ტრენინგი ფინანსებსა და ბუღალტერიაში.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საქართველოში მოქმედ სააღრიცხვო და მარეგულირებელ გარემოს, ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითად პრინციპებს. ასევე შეისწავლიან ფინანსური უწყისების წაკითხვასა და ანალიზს, ძირითადი ფინანსური კოეფიციენტებისა და KPI-ების გამოყენებას, ბიუჯეტირებას, გეგმა-ფაქტიური სხვაობების ანალიზსა და მომავლის პროგნოზირების მეთოდებს, ასევე სააღრიცხვო პროცესების ავტომატიზაციისა და გაციფრულების შესაძლებლობებს. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.
ტრენინგი გაიმართება 09:30-დან 13:00 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ ტრენერი - მიხეილ ჟუჟუნაშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 13 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
ტრენინგზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის მონაწილეობა.
რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის N5, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.