
თარიღი: 2026-09-21 - 2026-09-23
21-23 სექტემბერს, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება ტრენინგი მარკეტინგში.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მარკეტინგისა და ბრენდინგის საფუძვლებს, მომხმარებლის საჭიროებებისა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზს და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას. ასევე შეისწავლიან მარკეტინგული და გაყიდვების არხების შერჩევას, სოციალური მედიისა და კონტენტ მარკეტინგის დაგეგმვას, AI ინსტრუმენტების გამოყენებას, კონტენტ კალენდრის შექმნასა და მარკეტინგული აქტივობების შედეგების შეფასებას შესაბამისი KPI-ების საშუალებით. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.
ტრენინგი გაიმართება 10:00-დან 13:30 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ ტრენერი - ნინო მიშველაძე.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 15 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
ტრენინგზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის მონაწილეობა.
რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.