
თარიღი: 2026-09-15 - 2026-09-15
15 სექტემბერს, თბილისის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - “მდგრადი ბიზნესი და მწვანე დაფინანსება”.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ESG-ის ძირითად პრინციპებს, მათ მნიშვნელობას ბიზნესისთვის და ქართულ ბიზნესგარემოში არსებულ შესაძლებლობებს. ძირითადი აქცენტი გაკეთდება მწვანე, სოციალურ და მდგრად დაფინანსებაზე — მონაწილეები შეისწავლიან დაფინანსების მიღების პროცესს, საკუთარი ბიზნესისთვის შესაბამისი პროექტების განსაზღვრას და დაფინანსებისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების მომზადებას. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. სილაბუსი.
სამუშაო შეხვედრა გაიმართება 10:00-დან 14:15 საათამდე და სრულად ფინანსდება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება „ბიდიო აკადემიის“ ტრენერი - ბექა ჩიქოვანი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 10 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და პირადი ანგარიშიდან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
რეგისტრაციის განაცხადები შეფასდება წინასწარ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (გარდა იმ ბენეფიციარებისა, რომელთაც შესაბამისი სატრენინგო მოდული აქვთ გახსნილი და სარგებლობენ გამარტივებული სარეგისტრაციო ფორმით). განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის გასვლის შემდეგ, დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის საკონსულტაციო ცენტრს: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის N5, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.