როგორ გავზარდოთ გაყიდვები მარკეტინგის ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენებით - სამუშაო შეხვედრა




თარიღი: 2025-12-09 - 2025-12-09

9 დეკემბერს, თბილისის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეებისთვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა, "როგორ გავზარდოთ გაყიდვები მარკეტინგის ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენებით".

სამუშაო შეხვედრა დაფარავს მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხებს, მათ შორის - ბრენდ პლატფორმის მნიშვნელობა, ბაზარზე პოზიციონირება, ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ საკუთარ მარკეტინგულ სტრატეგიაზე. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს  სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. 

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი ნინო მიშველაძე.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, 4 დეკემბრის ჩათვლით დარეგისტრირდით ვებ გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან. ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირადად დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დარეგისტრირებული პირი უნდა წარმოადგენდეს კომპანიის დამფუძნებელს, დირექტორს ან მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით პასუხისმგებელ პირს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის საკონსულტაციო მის: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის N5/16-18, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები