როგორ გავზარდოთ გაყიდვები მარკეტინგის ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენებით - დისტანციური სამუშაო შეხვედრა




თარიღი: 2025-11-25 - 2025-11-25

25 ნოემბერს, იმერეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით მეწარმეებისთვის ჩატარდება დისტანციური სამუშაო შეხვედრა, "როგორ გავზარდოთ გაყიდვები მარკეტინგის ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენებით".

სამუშაო შეხვედრა დაფარავს მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხებს, მათ შორის - ბრენდ პლატფორმის მნიშვნელობა, ბაზარზე პოზიციონირება, ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ საკუთარ მარკეტინგულ სტრატეგიაზე. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს  სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. 

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი ნანა თეთრაძე.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, 23 ნოემბრის ჩათვლით დარეგისტრირდით ვებ გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან. ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირადად დაგიკავშირდებათ სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დარეგისტრირებული პირი უნდა წარმოადგენდეს კომპანიის დამფუძნებელს, დირექტორს ან მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით პასუხისმგებელ პირს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
სილაბუსი