საგადასახადო საკითხები - ტრენინგი




თარიღი: 2025-10-27 - 2025-10-30

27-30 ოქტომბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში, ქ. ზუგდიდში, გაიმართება ტრენინგი მეწარმეთათვის საგადასახადო საკითხებში.

ტრენინგი დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საგადასახადო კანონები და რეგულაციები, საგადასახადო პროცედურები ორგანიზაციაში და საგადასახადო დაგეგმვა, დღგ-სა და განბაჟებასთან დაკავშირებული გადასახადები და საგადასახადო შეღავათები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სილაბუსი.

ტრენინგი სრულად ფინანსდება „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს  ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის რეგისტრაცია.

ტრენინგს გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი მაკა პეტაშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 22 ოქტომბრის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან. ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15.

ტრენინგი განკუთვნილია კომპანიის ფინანსურ, საბუღალტრო ან/და საგადასახადო საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს, მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები