თარიღი: 2025-10-31 - 2025-10-31
31 ოქტომბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში, ქ. ზუგდიდში, გაიმართება სამუშაო შეხვედრა მეწარმეთათვის "როგორ მოვიზიდოთ ფინანსები ბიზნესისთვის".
სამუშაო შეხვედრა დაეთმობა ფინანსების მოსაზიდად საჭირო პრეზენტაციისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის შემუშავებას, რაც მოიცავს ბიზნესის დეტალურ აღწერას, ბაზრის შეფასებასა და კონკურენტების საქმიანობის ანალიზს, საჭირო ფინანსების აღწერასა და მოზიდული თანხების განაწილების ხედვას. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ მოამზადონ პრეზენტაცია თავიანთი ბიზნესის შესახებ.დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონით რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეობის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი თამარ ონიანი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 28 ოქტომბრის ჩათვლით, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.
ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, დაგიკავშირდებათ ზუგდიდის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.