თარიღი: 2025-10-17 - 2025-10-17
17 ოქტომბერს, აჭარის საკონსულტაციო ცენტრში, ქ. ბათუმში, მეწარმეებისთვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - "როგორ გავზარდოთ გაყიდვები მარკეტინგის ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენებით".
სამუშაო შეხვედრა დაფარავს მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხებს, მათ შორის - ბრენდ პლატფორმის მნიშვნელობა, ბაზარზე პოზიციონირება, ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ საკუთარ მარკეტინგულ სტრატეგიაზე. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - ნინო მიშველაძე.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, 14 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდით ვებ გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან. ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირადად დაგიკავშირდებათ აჭარის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დარეგისტრირებული პირი უნდა წარმოადგენდეს კომპანიის დამფუძნებელს, დირექტორს ან მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით პასუხისმგებელ პირს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აჭარის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის/ქუთაისის ქ. N10/16, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.