თარიღი: 2025-09-29 - 2025-09-29
29 სექტემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში, მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ გავაუმჯობესოთ კომპანიის შიდა პროცესები.
სამუშაო შეხვედრა დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კომპანიის პროცესების რუკის შედგენა და ოპტიმიზაცია, რეკომენდაციები თუ როგორ გავზარდოთ მომგებიანობა და შევამციროთ ხარჯები, ინსტრუმენტები პროცესების ოპტიმიზაციისთვის (Kanban, Lean, ვიზუალიზაცია, 5S და ა.შ.). შეხვედრის მეორე ნაწილში, პრაქტიკული დავალების შესრულებით, მეწარმეები შეძლებენ იმუშაონ საკუთარი კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორ პირის დასწრება.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი ირმა ბერძენიშვილი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე 25 სექტემბრის ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.