ბიზნეს სტრატეგიის შემუშავება - დისტანციური სამუშაო შეხვედრა




თარიღი: 2025-09-30 - 2025-09-30

30 სექტემბერს, მერეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით მეწარმეებისთვის ჩატარდება დისტანციური სამუშაო შეხვედრა - როგორ გამოვიყენოთ სტრატეგიის დაგეგმვის პრინციპები ბიზნესის ზრდისთვის.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ბიზნეს მოდელირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხები, მათ შორის - კომპანიის მისიის, ხედვის და ღირებულების მნიშვნელობა, საკუთარი ბიზნესის მდგომარეობის შეფასება, სტრატეგიის შემუშავება და კონკურენტების ანალიზი. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ საკუთარი კომპანიის ბიზნეს სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაზე. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს  სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის რეგისტრაცია.          

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი გვანცა დევრისაშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე 25 სექტემბრის ჩათვლით, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან.

ღონისძიებაზე რეგისტრაციის მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ დაგიკავშირდებათ იმერეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები