გაციფრულება - ტრენინგი




თარიღი: 2025-09-22 - 2025-09-25

22 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება ტრენინგი გაციფრულების მიმართულებით.

ტრენინგზე დაფარავს საწარმოს გაციფრულების საკითხებს, მათ შორის -ციფრული ოპტიმიზაცია, კომუნიკაციის ციფრული არხები, საოპერაციო ინსტრუმენტები, საოფისე ინსტრუმენტები, ონლაინ გადახდის სისტემები, CRM და ERP ინსტრუმენტები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ტრენინგი სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონით რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე დამსწრე პირთა კრიტერიუმებს.

ტრენინგს გაუძღვება "ბიდიო კონსალტინგის" ტრენერი დავით ყველაშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 17 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან. ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირის მონაწილეობა.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის გასვლის შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ თბილისის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. თბილისი, მარჯანიშვილი ქ. N5, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

შეფასების კრიტერიუმები
სილაბუსი
დამსწრე პირთა კრიტერიუმები