თარიღი: 2025-08-25 - 2025-08-25
25 აგვისტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში, ზუგდიდში, მეწარმეებისთვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ გავზარდოთ გაყიდვები მარკეტინგის ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენებით.
სამუშაო შეხვედრაზე დაიფარება მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, მათ შორის - ბრენდ პლატფორმის მნიშვნელობა, ბაზარზე პოზიციონირება, ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ საკუთარ მარკეტინგულ სტრატეგიაზე. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - ნინო მიშველაძე.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, 20 აგვისტოს ჩათვლით დარეგისტრირდით ვებ გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი კაბინეტიდან. ტრენინგზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირადად დაგიკავშირდებათ ზუგდიდის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დარეგისტრირებული პირი უნდა წარმოადგენდეს კომპანიის დამფუძნებელს, დირექტორს ან მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით პასუხისმგებელ პირს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.