რა არის ციფრული მარკეტინგი და რატომ გვჭირდება ის - სამუშაო შეხვედრა




თარიღი: 2025-06-23 - 2025-06-23

24 ივნისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - რა არის ციფრული მარკეტინგი და რატომ გვჭირდება ის.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ციფრული მარკეტინგის არსი, ციფრული არხების ოპტიმიზაცია, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, კონტენტ მარკეტინგი და სოც. მედია მარკეტინგი. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ შეიმუშაონ საკუთარი კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვებისთვის საჭირო მასალები, მათ შორის სლოგანი, კონკურენტული უპირატესობა, უნიკალური ღირებულების შეთავაზება და პრეზენტაცია. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონით რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.

სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - ნინო მიშველაძე.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, 19 ივნისის ჩათვლით, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან.

ღონისძიებაზე დასასწრებად შეირჩევა ჯამში 8 მონაწილე. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.

დარეგისტრირებული პირი უნდა წარმოადგენდეს კომპანიის დამფუძნებელს, დირექტორს ან მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით პასუხისმგებელ პირს.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, დაგიკავშირდებათ რეგიონული საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

სამუშაო შეხვედრა ჩატარდება ქ. წალენჯიხაში, სალიას ქ. N5.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

 

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები