თარიღი: 2025-06-23 - 2025-06-23
23 ივნისს, ზუგდიდის საკონსულტაციო ცენტრში ჩატარდება სამუშაო შეხვედრა, “საიდან დავიწყოთ მარკეტინგული აქტივობა”.
სამუშაო შეხვედრაზე სრულად დაიფარება მარკეტინგული აქტივობის დაწყებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, მათ შორის - ბრენდინგის საწყისები, ბრენდის ელემენტები და ბრენდ პლატფორმა, საკომუნიკაციო სტრატეგია და მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრა. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ საკუთარ ბრენდ პლატფორმის შექმნაზე. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირებულ მეწარმეს, რომელიც აკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - ნინო მიშველაძე.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 18 ივნისის ჩათვლით, დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან. ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის დასწრება.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. რეგისტრაციაზე თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, დაგიკავშირდებათ ზუგდიდის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.