როგორ გავაუმჯობესოთ კომპანიის საგადასახადო დაბეგვრა - სამუშაო შეხვედრა




თარიღი: 2025-06-27 - 2025-06-27

27 ივნისს, ახალციხის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეთათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - როგორ გავაუმჯობესოთ კომპანიის საგადასადახო დაბეგვრა.

სამუშაო შეხვედრზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს საგადასახადო რეგულაციების ზოგადი მიმოხილვა, გადასახადების გადახდის ვადები, საგადასახადო ადმინისტრირების პროცესი და საგადასახადო შეღავათები. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ.

ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონით რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ტრენინგზე დამსწრე პირთა კრიტერიუმებს.

ტრენინგს გაუძღვება "ბიდიო კონსალტინგის" ტრენერი - მაკა პეტაშვილი.

დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე 23 ივნისის ჩათვლით, გაიაროთ ავტორიზაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან. 

ღონისძიებაზე დასასწრებად შეირჩევა ჯამში 8 მონაწილე. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის დასწრება.

დარეგისტრირებული პირი უნდა წარმოადგენდეს კომპანიის დამფუძნებელს, დირექტორს ან კომპანიის ფინანსურ, საბუღალტრო ან/და საგადასახადო საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირს.

ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ვადის გასვლის შემდეგ, პირადად დაგიკავშირდებათ ახალციხის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრს, მის: ახალციხე, რუსთაველის N50, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.

მიმაგრებული ფაილები

სილაბუსი
დამსწრე პირთა კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები