თარიღი: 2025-05-30 - 2025-05-30
30 მაისს, კახეთის საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით ყვარელში ჩატარდება სამუშაო შეხვედრა - "როგორ მოვიზიდოთ ფინანსები ბიზნესისთვის".
სამუშაო შეხვედრა დაეთმობა ფინანსების მოსაზიდად საჭირო პრეზენტაციისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის შემუშავებას, რაც მოიცავს ბიზნესის დეტალურ აღწერას, ბაზრის შეფასებასა და კონკურენტების საქმიანობის ანალიზს, საჭირო ფინანსების აღწერასა და მოზიდული თანხების განაწილების ხედვას. შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ მოამზადონ პრეზენტაცია თავიანთი ბიზნესის შესახებ.დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო შეხვედრის სილაბუსი.
ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.
ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია მეწარმეთა შესახებ კანონით რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილეობის კრიტერიუმებს.
სამუშაო შეხვედრას გაუძღვება ბიდიო აკადემიის ტრენერი - თამარ ონიანი.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, 26 მაისის ჩათვლით, დარეგისტრირდით ვებ გვერდზე, გაიარეთ ავტორიზაცია და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი პირადი ანგარიშიდან.
ღონისძიებაზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია მაქსიმუმ ორი პირის მონაწილეობა.
ღონისძიებაზე დარეგისტრირების მოთხოვნა შეფასდება წინასწარ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. თქვენი განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, დაგიკავშირდებათ კახეთის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელი.
სამუშაო შეხვედრა გაიმართება ქ. ყვარელში, კუდიგორის ქ. N1.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კახეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ქ. თელავი, რუსთაველის ქ. N11, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 25.